Показать меню
რეკლამა
17 მაი 23:17ნახვები: 3228საზოგადოება

სოფო ნიჟარაძეს კომენტეარი ცირა კობიაშვილზე

loading...
სოფო ნიჟარაძეს კომენტეარი ცირა კობიაშვილზე


მომღერალი და "იქს ფაქტორის" ერთ-ერთი მენტორი სოფო ნიჟარაძე ცირა კობიაშვილთან დაკავშირებით კომენტარს OKMAGAZine-სთან აკეთებს:

„რამდენად ობიექტურად შევაფასე ცირა, ეს მაყურებელმა და თქვენმა მკითხველმა განსაზღვროს, ეს ჩემი დამოკიდებულებაა. მე ვარ ისეთივე სრულფასოვანი ჟიურის წევრი, როგორც მისი მენტორი, რომელსაც ძალიან მოსწონს ცირა. მეც მომწონს ბევრი რამ და მაყურებელს შევახსენებ - ის, რომ ცირა დღეს სცენაზე დგას, ეს მხოლოდ მისი მენტორის დამსახურება არ არის, იმიტომ, რომ ზუსტად იმ ოთხი „კით“ დარჩა ცირა პროექტში, რომელითაც პირველი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველას მოგვაწონა თავი.

რაც შეეხება მომდევნო ტურებს - ეს უკვე მისი მენტორის, გიორგის გადასაწყვეტი იყო, რამდენად იმსახურებდა ცირა პროექტში დარჩენას, მითუმეტეს, ისეთი ძლიერი კონკურსანტების გვერდით, როგორებიც გიორგის ჰყავდა თავის კატეგორიაში.

მე ვფიქრობ და ეს ჩემი პირადი აზრია, რომ თამარ ჯგუშია და თიკა ბალანჩინი ბევრად უფრო კარგი მომღერლები არიან და გული დამწყდა, როდესაც გიორგიმ მათი პროექტიდან გაშვება გადაწყვიტა, თორემ ცირას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგი გოგოა, ძალიან კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ორი მონაწილე, რომელიც მანამდე სკამებზე ისხდნენ, ბევრად უფრო სრულყოფილები, ბუნებრივები და მუსიკალურად უფრო გამართულები იყვნენ, ვიდრე არის ცირა. ეს ჩემი დამოკიდებულებაა და როდესაც კონკურსანტს ჟიურის შეფასებაზე ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, იმიტომ, რომ ეს ავნებს თავად მას და არა ჟიურის წევრს. მისი ეს რეაქცია მაყურებელში უკურეაქციას გამოიწვევს. კონკურსანტი იმიტომ არის, რომ ხოტბას არავინ არ შეასხამს, ყველა არ ეტყვის, რომ კარგი და იდეალურია, მაშინ სხვა კონკურსანტებმა რა დააშავეს? მალიბუმ რა დააშავა, როდესაც ამხელა გამოწვევები ჰქონდა და მან ეს გადალახა, მაგრამ მსგავსი ისტერიკული რეაქციები არ ჰქონია. მან იბრძოლა, იმუშავა თავის თავზე და უკეთესი გახდა. მე არ შემრცხვება და არ დავიშურებ კარგ სიტყვებს, თუ მომეწონება ცირას ნამღერი, მე არავიზე არ ვარ გადაკიდებული. მიუხედვად იმისა, რომ მე მინდა და ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი გუნდი იყოს ყველაზე კარგი. ყველა კონკურსანტს ვაფასებ და თქვენ ხედავთ ჩემს რეაქციებს. ყველა კატეგორიის წევრს ვუდგები ჩემი გემოვნების მიხედვით და ყველა მათგანს ობიექტურად ვაფასებ.


მე არ ვფიქრობ, რომ კონკურსს მხოლოდ ორი ფავორიტი ჰყავს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ფავორიტი ჰყავს კონკურსს. ჩემს გუნდში, გიგიც და დათუნაც - ორივე ერთნაირად იმსახურებს ბოლომდე ყოფნას, ისევე, როგორც სხვა გუნდის ბავშვები და ცირა თუ მხოლოდ გიგის მიიჩნევს კონკურენტად, ეს მისთვის ძალიან ცუდია, რადგან ნებისმიერი კატეგორიის ნებისმიერი მონაწილე ცირასთვის ძალიან ძლიერი კონკურენტია - შესაბამისად, ეს მისი მხრიდან ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. მე ყველა კონკურსანტს წარმატებებს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული ღირსეული კონკურსანტი გახდება", - აღნიშნავს სოფო.

წყარო : http://presa.ge/new/?m=yellow&AID=44857скачать dle 10.4фильмы бесплатно

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პოსტი ? გთხოვთ გააზიაროთ თქვენ გვერდზე
ბლოგი
ცირა კობიაშვილმა ვარჯიშით სექსუალური უკანალი დაიყენა და სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს 01:15მარიამ ხორგუაშვილმა უკანალი მთლიანად მოიშიშვლა - პარიზში გადაღებული ეროტიკული ფოტო - ქართველები გაგიჟდებიან 18:42დასისხლიანებული თამო ვაშალომიძე - რა დაემართა მოდელს? 20:12შორენა ბეგაშვილის საჯდომთან შეხსნილმა კაბამ მამაკაცები დააჩოქა- ეს გოგო ნამდვილი ლეოპარდია 14:37კესარია აბრამიძეს სექსუალური ფოტოები ქორწილიდან 14:23ქეთა თოფურიამ მკერდი კიდევ უფრო გაიდიდა და მთლიანად მოიშიშვლა - შორენა ბეგაშვილის მკერდი ქეთასთან შედარებით არაფერი ყოფილა 14:0851 წლის მონიკა ბელუჩის ფოტოებმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა 14:45ნატა გულიაშვილის მორიგი სკანდალი- მსახიობი შიშველი პოზირებს- ამ გოგომ კიმ კარდაშიანი დაჩრდილა 19:31
რეკლამა
ლინკები
შესვლის ფორმა
Популярные статьи