Показать меню
რეკლამა
31 მარ 00:23ნახვები: 4036საზოგადოება

"შორენა ევას საჭმელს უმზადებდა, დაუძახა, ბავშვს ხმა არ გაუცია..." - რა უამბო შორენა ბეგაშვილმა მეგობარს უბედური შემთხვევის ღამის შესახებ

loading...
"შორენა ევას საჭმელს უმზადებდა, დაუძახა, ბავშვს ხმა არ გაუცია..." - რა უამბო შორენა ბეგაშვილმა მეგობარს უბედური შემთხვევის ღამის შესახებ


შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილს იაშვილის კლინიკაში ორ დღეში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. გუშინ ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4-საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.

ევა ბარბაქაძეს პირველი ოპერაცია ხერხემალზე, მეორე დღეს კი მენჯ-ბარძაყსა და ხელზე გაუკეთდა. "ახლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული...

რომელიც აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება..." - დაწერა "ფეისბუქზე" პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა ოპერაციის შემდეგ.

რაც შეეხება 26 მარტს მომხდარ უბედურ შემთხვევას, როცა 14 წლი ევა ბარბაქაძე კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დღეს ევას თავისი თანატოლები ჰყავდა სტუმრად, რაც შორენას ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში არ დაადასტურა.

ტელეპროდიუსერი მაია სტეფნაძე ამბობს, რომ შორენას უდიდესი სტრესისგან დეტალები აღარ ახსოვს: "როგორც შორენამ მითხრა, ევას საჭმელს უმზადებდა. სტუმრები არ ჰყოლია. როცა დაუძახა, ევა, გამოდიო და ბავშვს ხმა არ გაუცია, ოთახში შესულა, ღია ფანჯრიდან გადაუხედავს და ძირს დავარდნილი ბავშვი დაუნახავს...

შორენა ამბობს, რომ ამ საშინელი კადრის დანახვის შემდეგ აღარაფერი ახსოვს. ისე ვკიოდი, მეზობლები გარეთ გამოცვივდნენო, მერე უთქვამთ მისთვის. იმდენად გადაღლილია, სხვა დეტალებზე არ მისაუბრია", - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში სტეფნაძე.

სოფიო ბოჭორიძე - ჟურნალი "სარკე"

წყარო : http://www.jeje.ge/news/post_text.php?id=5l52sGYybd5a2MoNSyRtскачать dle 10.4фильмы бесплатно

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პოსტი ? გთხოვთ გააზიაროთ თქვენ გვერდზე
ბლოგი
51 წლის მონიკა ბელუჩის ფოტოებმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა 14:45ნატა გულიაშვილის მორიგი სკანდალი- მსახიობი შიშველი პოზირებს- ამ გოგომ კიმ კარდაშიანი დაჩრდილა 19:31ასეთი ლამაზი ქეთა თოფურია არასდროს გინახავთ - მომღერლის ფოტო ახალი კლიპიდან 16:59ნუკი კოშკელიშვილი რიანასთან ერთად ერთ სცენაზე , ქართველმა პოპულარული მომღერალი დაჩრდილა 16:42ხატია სიჭინავას უმოკლესი ვარდისფერი კაბა ნამდვილად დაგშოკავთ 16:02ბარბარა სამხარაძემ წონაში დაიკლო- ნახეთ როგორ უხდება მომღერალს თხელი ფორმები 19:50შვილიშვილის ზეიმზე მისულმა ანუკი არეშიძის მშობლებმა ყველა დაჩრდილეს -ნახეთ, კალაძის სიდედრ-სიმამრი დახვეწილი ჩაცმულობით 18:53სრულიად სხვანაირი თამთა გოდუაძე - ამ ახალ იმიჯში მომღერლის ცნობა გაგიჭირდებათ 13:36
რეკლამა
ლინკები
შესვლის ფორმა
Популярные статьи