Показать меню
რეკლამა
27 ოქტ 12:02ნახვები: 995საინტერესო

ნოემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

loading...
ნოემბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


ვერძი

ვერძებისთვის 2015 წლის ნოემბერი საკმაოდ მშვიდად და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაივლის. სწორედ ახლა გაქვთ დრო, ადრინდელი პრობლემების მიზეზებს ჩაუკვირდეთ, აღმოფხვრათ ისინი ან სათანადო დასკვნები მაინც გააკეთოთ. უდავოა, რომ ამ თვის მთავარი საზრუნავი ფინანსური საქმეები იქნება. მოგიწევთ ახალი პარტნიორების, სპონსორების ან ინვესტორების მონახვა, უკიდურეს შემთხვევაში კრედიტის აღება, რათა თქვენი ბიზნესი გააფართოვოთ. მეწარმე ან მენეჯერი ვერძები თავიანთ ერთგულ გუნდთან ერთად შეეჭიდებიან დასახული ამოცანების მოგვარებას და ბრწყინვალე შედეგსაც მიაღწევენ. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით საზღვარგარეთელ კოლეგებსა და პარტნიორებზე – მათთან ურთიერთობა გაურკვევლობის სტადიაზეა და ბევრ საფიქრალს გიჩენთ. თუმცა ნუ დაღონდებით, რადგან ეს ფაქტობრივად ნოემბერის ერთადერთი პრობლემაა, დანარჩენად ყველაფერი შესანიშნავად იქნება, ადრე დასახული გეგმის შესაბამისად. სავარაუდოდ 2015 წლის დეკემბერი კიდევ უფრო კარგი თვე იქნება, რაც თქვენი საქმიანობის სფეროს ოპტიმიზაციამდე მიგიყვანთ. ამიტომაც მოვლენებს დღეს ნუ დააჩქარებთ. რაც შეეხება დაქირავებულ ვერძებს, ნოემბერში ისინი ბევრს მოასწრებენ და ნიჭიერ სპეციალისტებად გამოაჩენენ თავს. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუმჯობესდება და ეს თქვენ კარიერულ ზრდაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ფინანსური მდგომარეობა ნოემბერში სტაბილური იქნება. ახლა შეგიძლიათ თქვენთვის მომგებიანი პირობებით გააფორმოთ კრედიტი ან ინვესტორების და სპონსორების მხრიდან მიიღოთ მატერიალური დახმარება. მეგობრებიც მზად არიან თქვენ დასახმარებლად.



კურო

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის ნოემბერი კუროებისთვის წლის ყველაზე წარმატებული თვეა. შესანიშნავ ინტუიციასთან შეზავებული მომხიბლავობა თქვენ სასარგებლოდ იმუშავებს და თქვენდამი გარშემომყოფთა ყურადღებას გაამძაფრებს. ახალი ნაცნობები ახალ შესაძლებლობებს გაძლევენ – გახსოვდეთ ეს და მოცემულ შანსზე უარი არასდროს თქვათ. ნოემბერში ბევრი კურო გაკვირვებული აღმოაჩენს, რომ მის გარშემო მართლაც საიმედო ადამიანები არიან თავმოყრილნი. მათი უმრავლესობა თანამშრომლობისა და დახმარებისთვის მზადაა. ურთიერთობები საზღვარგარეთ მცხოვრებ კოლეგებთან წარმატებულია და ნოემბერში ადრე წარმოქმნილი პრობლემების ნაწილობრივ ან სრულად მოგვარების შანსი მოგეცემათ. მოსალოდნელია სამომავლოდ ძალიან ხელსაყრელი წინადადებების მიღება. გელით წარმატებული მგზავრობა, რომელიც არა მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს, არამედ სასარგებლო ნაცნობებსაც მოგიტანთ. ადამიანები თქვენკენ ილტვიან, ახლა ხომ განსაკუთრებული ძალისხმევით შეგიძლიათ ისინი ნებისმიერ რაიმეში დაარწმუნოთ – თქვენი მომხიბლავობა უმაღლეს ნიშნულზეა. დაქირავებულ კუროებსაც ძალიან კარგი პერიოდი ელით. დიდი ხანია ხელმძღვანელობასთან ანაზღაურების მომატების ან დაწინაურების თხოვნით საუბარს გეგმავთ და ნოემბრის პირველი ნახევარი ამისთვის სწორედ შესანიშნავი დროა. თვის ბოლოს მოსალოდნელია მცირე კამათები კოლეგებთან ან დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან, მაგრამ სერიოზული არაფერი, განსაკუთრებით მაშინ, თუ კურო მოქნილობას, მომხიბლავობას და იუმორის გრძნობას გამოავლენს. ეს თვისებები ნოემბერში გამძაფრებული გაქვთ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ საქმიანი ურთიერთობები ამ პერიოდში მხოლოდ გაუმჯობესდება. მიუხედავად ნოემბრის პოზიტიური პროფესიული ფონისა, ფინანსურ მდგომარეობაში უძრავობა შეინიშნება და განსაკუთრებული არც ხარჯი გელით და არც შემოსავალი. ყველაფერი ძველებურადაა. ნოემბრის ბოლოს ხარჯები შეიძლება გაგეზარდოთ, მაგრამ მათი ნაწილი ცნობილი გარემოებებითაა განპირობებული, ამიტომ მოულოდნელიც არ იქნება.

ნოემბერში კუროებს პირად ცხოვრებაში უამრავი სიურპრიზი ელით. ვარსკვლავები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალ სიყვარულსა და მჩქეფარე რომანს უწინასწარმეტყველებენ. გარდა ამისა, მოსალოდნელია ძველი ურთიერთობების განახლებაც. მანძილის გამო დაშორებული შეყვარებულები კვლავ შეხვედრისა და ერთადყოფნის ბედნიერებას ეღირსებიან. ნოემბერი კარგი თვეა ახალი ნაცნობების შეძენის მიზნით სამოგზაუროდ, განსაკუთრებით მარტოხელა კუროებისთვის. ასევე ურთიერთობის განსამტკიცებლად, თუ საუბარი სტაბილურ წყვილებზეა – ახლა მათ ერთმანეთისთვის მეტი დროის დათმობის საშუალება აქვთ. მეუღლეთა უმრავლესობა ნოემბერს სრულ ჰარმონიაში გაატარებს და შვილების წარმატებით იქნება ბედნიერი. ნოემბერში კუროს ჯანმრთელობაც კარგ მდგომარეობაშია. ლამაზი, მომხიბლავი, ენერგიული და აქტიური იქნებით. დროს არა მხოლოდ საქმისთვის, არამედ გართობისთვისაც იოლად მონახავთ.

ტყუპები

2015 წლის ნოემბერი შესანიშნავი თვეა ჩანაფიქრის პრაქტიკაში რეალიზებისთვის, რაც განსაკუთრებით იმ საქმეებს ეხება, რომელთაც სერიოზული და ძირეული მიდგომა ჭირდება. ამ თვეში ტყუპები პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და მომთმენნი არიან და უნდა ითქვას, რომ ეს თვისებები მრავალი დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარებათ. ყველაფერი, რასაც ახლა ხელს მოჰკიდებთ, ხელმძღვანელობისა და კოლეგების თვალში თქვენი ავტორიტეტის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, თუ ტყუპები კარიერული ზრდის ან ბიზნესის წარმართვის კუთხით წარმატების მიღწევას გეგმავენ, მოქმედება სწორედ ახლა უნდა დაიწყონ. ტყუპების ნიშნით დაბადებული დაქირავებული თანამშრომლები დიდი ოდენობით სამუშაოს გაუმკლავდებიან, რაც ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადოდ იქნება დაფასებული. მეწარმეები უნდა დაეყრდნონ თავიანთ პასუხისმგებლობის გრძნობითა და ყურადღებიანობით გამორჩეულ თანამშრომლებს. ზოგიერთ პარტნიორთან სადავო სიტუაციები კვლავ აქტუალური გახდება, საუბარი კვლავ ბიზნესის განვითარების განსხვავებულ ხედვებს ან სულაც არსებული საქმის გაყოფას ეხება. სიტუაცია ნოემბრის ბოლოს გაუმჯობესდება, როცა მხარეები კომპრომისამდე მივლენ. ტყუპების ფინანსური მდგომარეობა ნოემბერში საკმაოდ სტაბილურია, თანაც გაუმჯობესების ტენდენციით. ფულადი შემოსავლების მიღება მოსალოდნელია 1, 2, 10-12, 20, 21, 28 და 29 ნოემბერს.

სასიყვარულო ურთიერთობებში განსაკუთრებული სტაბილურობა მოსალოდნელი არ არის. შეყვარებული წყვილები კვლავ მუდმივად კამათობენ და მერე ისევ რიგდებიან. თუმცა მთლიანობაში, ურთიერთობა მაინც უმჯობესდება. რთული სათქმელია, რა მოხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ პარტნიორების ყოველდღიური წვრილმანებით გაღიზიანებისთვის საბაბი პრაქტიკულად ყოველთვის გაჩნდება, რასაც მოჰყვება კამათი და საბოლოოდ განწყობების გაუარესება. ასევე დაიძაბება ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. მით უფრო, რომ მოზარდი ბავშვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სულ უფრო მეტი მატერიალური სახსარი ჭირდება. ნოემბერში ტყუპები თავს ენერგიულად და მხნედ იგრძნობენ, მათი ჯანმრთელობაც სტაბილური იქნება. თუმცა ძილის საჭიროების შესახებ ნუ დაივიწყებთ და შეძლებისდაგვარად, დაავადებების პროფილაქტიკაც ჩაიტარეთ.

კირჩხიბი

ნოემბერი კირჩხიბებისთვის კარგი თვეა, ამიტომ ამ პერიოდში მაქსიმალურად ბევრი საქმის გაკეთება უნდა მოასწროთ, თუნდაც ისინი მაინცდამაინც მასშტაბური არ იყოს. ამ თვეში ბევრი წვრილმანი წარმატება და მიგნება გექნებათ. პრაქტიკულად ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელს ყველაფერი იოლად გამოუვა და ისინი თავს ისე იგრძნობენ, როგორც თევზი წყალში. მოსალოდნელია მოგზაურობა, კონტაქტები სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან, წარმატებული მოლაპარაკებები გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ზოგიერთ პარტნიორთან ადრე სადავო საკითხები გქონდათ, სწორედ ეს საკითხები მოგვარდება ნოემბერში. თუმცა თვის ბოლოს ახალ პრობლემებს ელოდეთ. ნოემბრის მესამე დეკადაში ხელმძღვანელი და ბიზნესმენი კირჩხიბები კვლავ თანამშრომელთა არაპროფესიონალიზმსა და არაკომპეტენტურობას შეეჯახებიან. მოგიწევთ დიდი ენერგიის და დროის დახარჯვა ახალი გუნდის დასაკომპლეტებლად, რაც იოლი საქმე არ იქნება. რაც შეეხება დაქირავებულ კირჩხიბებს, ისინი დამოუკიდებლად გაუმკლავდებიან საკმაოდ ბევრ და რთულ საქმეებს და ხელმძღვანელობისგან მადლობასა და მატერიალურ წახალისებას დაიმსახურებენ. კირჩხიბის ფინანსური მდგომარეობა ნოემბერში სტაბილური იქნება და მხოლოდ და მხოლოდ სტაბილური. განსაკუთრებულ მიღწევებს არ ელოდოთ, თუმცა არც ზარალი ან მსხვილი ხარჯები იქნება.

ნოემბერი ასევე ძალიან ხელსაყრელი თვეა პირადი ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში ხშირად მოგიწევთ სხვადასხვა საღამოებზე, პრეზენტაციებზე და საჯარო ღონისძიებებზე გამოჩენა, სადაც ბევრს მოაჯადოვებთ. მარტოხელა კირჩხიბები შეიძლება თავიანთ მეორე ნახევარს ან სულ მცირე, საინტერესო ადამიანს შეხვდნენ, რომელთანაც ურთიერთობას დაიწყებენ. სავარაუდოდ ეს მოხდება შორიდან ჩამოსულ ადამიანთა წრეში ან მაშინ, როცა თქვენ თავად იქნებით მოგზაურობაში სხვა ქვეყანაში ან უცხო ქალაქში. ოჯახური ურთიერთობები კი პირიქით, ჰარმონიით გამორჩეული არ იქნება, თუმცა ოქტომბერთან შედარებით გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება. წყვილებს შორის კონფლიქტები შემცირდება. მეუღლეები უფრო მეტ დროს გაატარებენ შვილებთან. ნოემბერში კირჩხიბის ჯანმრთელობა მტკიცეა, იგი ენერგიული, მხნე და მომხიბლავია. დროა იმიჯის შეცვლაზე ან გარდერობის განახლებაზე იზრუნოთ.

ლომი

ნოემბერში ლომი ჭეშმარიტი შეუცდომლობით გამოირჩევა. ახლა იგრძნობთ, რომ მართლაც აუცილებელი ხართ გარშემომყოფებისთვის და შესაბამისადაც უნდა მოიქცეთ. გასაკვირი არაფერია, თუ წარმატების მიღწევას სწორედ თქვენ ახერხებთ. ნოემბერში ლომი მომთმენი და გულითადია, საქმის კეთება ან თავისი იდეების განხორციელება ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეუძლია. ხელმძღვანელ და ბიზნესმენ ლომებს შეუძლიათ თავიანთი დრო საორგანიზაციო საკითხებს დაუთმონ და შრომისმოყვარე თანამშრომლების დახმარების იმედი ჰქონდეთ. ამ თვეში გუნდთან კავშირი საკმაოდ მტკიცე და პოზიტიურია – მათთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით საკუთარი ბიზნესის განვითარებას და ახალ დონეზე აყვანას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, ამ პერიოდში საწარმოო შენობებთან და სხვა სახის უძრავ ქონებასთან მცირე პრობლემები შეგექმნათ. მოსალოდნელია კოსმეტიკური რემონტის ჩატარებაც. რაც შეეხება დაქირავებულ ლომებს, მათ შეეძლებათ მცირე ხნით სამსახურეობრივი მოვალეობები დაივიწყონ და დრო საკუთარ ოჯახს დაუთმონ. ნოემბრის თვეში ლომის ფინანსური ჰოროსკოპი გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება. ფულადი შემოსავლები რეგულარული გახდება, თვის მიწურულს კი საკმაოდ დიდი ოდენობით თანხის მიღებაა მოსალოდნელი.

ნოემბერი შესანიშნავი თვეა ოჯახური ურთიერთობების მოსაგვარებლად, სახლში საფუსფუსოდ, საოჯახო ღონისძიებების დასაგეგმად და ჩასატარებლად. ასევე კარგი იქნება, მსხვილი ან მცირე რემონტის გაკეთება, ავეჯის, ინტერიერისა და დეკორის ნივთების ყიდვა, რომელიც თან ყოველდღიურ ყოფასაც გაგიიოლებთ. ნოემბერში ცოტა გაუმჯობესდება დაძაბული ურთიერთობა ნათესავებთან, თუმცა სიტუაცია მოგვარებისგან მაინც შორსაა. მოსალოდნელია ახალი ჩხუბის აფეთქებაც. თვის დასასრულის მოახლოებისას ბავშვების საქმეები გააქტიურდება და მათ მოსაგვრებლად მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა დაგჭირდებათ. თქვენს პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ისურვებდით, ამიტომ ფრთხილად მოქმედება გმართებთ. რა მოხდება კონკრეტულ შემთხვევაში, წინასწარ რთული სათქმელია, მაგრამ შეშფოთების მიზეზი შეიძლება მაინც გაგიჩნდეთ. ნოემბერი ცუდი თვეა შეყვარებული წყვილებისთვის, რადგან თვის მესამე დეკადაში სერიოზული უთანხმოებები და კამათია მოსალოდნელი. თუმცა ახალი ამაში არაფერია, კვლავ აქტიურია პრობლემები, რომლებიც ახლო წარსულში წარმოიქმნა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე იქნება, თუმცა უკეთესია თუ მეტ დროს გაატარებთ ბუნებაში, აიღებთ ერთ კვირიან შვებულებას მაინც და სამოგზაუროდ წახვალთ. ეს კარგად აისახება თქვენს განწყობასა და ზოგად მდგომარეობაზე.

ქალწული

ნოემბერში ქალწულები აქტიურები და იდეებით დახუნძლულები იქნებიან. გასაკვირი არაფერია, რომ გარე სამყარო იგივეთი გიპასუხებთ და წარმატება მთელი თვის განმავლობაში უკან გდევთ. ეს თვე ხელსაყრელია ახალ სამსახურში გადასვლის ან საქმიანობის სფეროს შესაცვლელად. ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ ახალი პარტნიორები და გაიუმჯობესოთ ურთიერთობა თქვენს კოლეგებთან, რადგან ბოლო ხანებში თქვენ შორის კამათი და უთანხმოება გახშირდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში საზღვარგარეთული კავშირები. მოსალოდნელია წარმატებული მივლინება, რომელიც საინტერესო ნაცნობებთან და მომგებიან საქმეებთან ერთად, სასიამოვნო შთაბეჭდილებებსაც გპირდებათ. ამ დროს ქალწულები უცხოელ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას მოახერხებენ და სამომავლო პერსპექტივებსაც დასახავენ. ასევე მომგებიანი წინადადებები ელოდებათ დაქირავებულ ქალწულებს. სრულიად შესაძლებელია, ისინი სამსახურის შეცვლაზე დაფიქრდნენ. გაითვალისწინეთ, რომ პროფესიული ხასიათის საკითხების გადასაწყვეტად საუკეთესო დრო ნოემბრის პირველი და მეორე დეკადებია. ეცადეთ ყველა შეხვედრა, მივლინება, გარიგება, დოკუმენტებზე ხელის მოწერა სწორედ ამ პერიოდისთვის დაგეგმოთ. მესამე დეკადა კი ასეთი პოზიტიური არ იქნება. ბიზნესმენ ქალწულებს თავს გაახსენებს საერთო საკუთრების თემაზე ადრე არსებული კონფლიქტი. ასევე მოსალოდნელია პრობლემები უძრავ ქონებასთან. იცოდეთ, რომ მსგავსი საკითხების მოგვარება ხელის ერთი მოსმით შეუძლებელია, ამიტომ უბრალოდ მოთმინება მოიკრიბეთ და ეცადეთ, ყველა დეტალში სიღრმისეულად გაერკვიოთ. ნოემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ქალწულისთვის შედარებით სტაბილურია – თქვენი მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება და ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება.



სასწორი

ნოემბერში სასწორებს მოვლენების სასურველ კალაპოტში მოქცევის საშუალება მიეცემათ. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ – მთელი თქვენი გონიერების, კონცენტრირების უნარისა და მიზანდასახულობის გამოვლენაა და ამ შემთხვევაში დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ. ნოემბერი საკმაოდ დატვირთული თვე იქნება, განსაკუთრებით საქმიან ასპარეზზე. ბოლოს და ბოლოს, მოვიდა თქვენი ხანგრძლივი შრომის ნაყოფის მიღების დრო. კომპანიაში ცოტა ბუნდოვანი სიტუაციაა – სავარაუდოდ, მოგიხდებათ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დიდი ხანია მწიფდებოდა და მერე უმალვე აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. ნოემბერი შესანიშნავი დროა ინვესტორებისა და სპონსორების მოსაძებნად დ ასევე, ძველი ვალების დასაბრუნებლად. ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია ამ პერიოდში წარმატებით დასრულდება. ბიზნესმენი სასწორები თანამშრომლებთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებენ. მოსალოდნელია სერიოზული საკადრო ცვლილებების გატარება. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ გუნდში ახალი სისხლი გჭირდებათ, რასაც თავისთავად მოჰყვება სამსახურიდან გათავისუფლების ტალღაც. სავარაუდოდ ამ ნაბიჯის მერე საქმე უფრო სწრაფად წავა წინ, რადგან თქვენ უკვე დისციპლინირებულ და მონდომებულ პროფესიონალებზე დაყრდნობით მუშაობთ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ისინი უფრო თვის მიწურულსაა მოსალოდნელი. ნოემბრის პირველ და მეორე დეკადაში დაქირავებულ სასწორებს თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარიერულ კიბეზე აღმასვლის შანსი ეძლევათ. ეცადეთ სწორედ ახლა განიმტკიცოთ თქვენი პოზიციები, რადგან ნოემბრის მიწურულს სიტუაცია გაუარესდება და ბევრი ახალი პრობლემა წამოყოფს თავს. ნეგატიური ჰოროსკოპი აქვთ სასწორებს თვის მესამე დეკადაში, განსაკუთრებით მათ, ვისაც პარტნიორები და კოლეგები სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში ყავს. მათთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები წარმოიშობა და მოგვარებაც ძალიან გაგიჭირდებათ, იმ დონეზე, რომ ლამის გადაულახავ დაბრკოლებად მიიჩნევთ. თუმცა გავა მცირე დრო და კომპრომისულ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოძებნით. სასწორის ფინანსური მდგომარეობა მთლიანობაში ნორმალური იქნება. ფული რეგულარულად შემოდის და თანაც მისი ოდენობა იმატებს. 1, 2, 10-12, 21 და 28-30 ნოემბერს სერიოზულ ფულად შემოსავლებს უნდა ელოდოთ. ხარჯი საკმაოდ მცირე იქნება, ასე რომ, თქვენს საფულეში დიდი დადებითი ბალანსია.

ნოემბერში სასწორების ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს პროფესიული და ფინანსური მიმართულება იკავებს, შესაბამისად პირადი ცხოვრებისთვის დრო მას კატასტროფულად არ ჰყოფნის. ამ ფონზე მეუღლეების ურთიერთობა მაინც უმჯობესდება, პერიოდული კამათების მიუხედავად. ურთიერთობის სტაბილიზებაში ჩაერიოთ თუ დინებას გაჰყვეთ – ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. ბუნებრივია, ეს ეხება შემთხვევებს, როცა ურთიერთობებმა თავი უკვე ამოწურა. დაშორებაც ერთ-ერთი ვარიანტია – ახლა თქვენ მზად ხართ, ეძებოთ ახალი ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების ნაწილი გახდება. მსგავსი პრობლემები ექნება სტაჟიან შეყვარებულ წყვილებსაც და მათაც, ვინც ახლახანს იპოვა ერთმანეთი. თვის ბოლოს ცოტა გაუარესდება დამოკიდებულება ნათესავებს შორის. გამორიცხული არ არის, ძველ წყენებსა თუ ვალებთან დაკავშირებული პრობლემები გააქტიურდეს. სასწორების ჯანმრთელობა ნოემბერში მაინცდამაინც მყარი არ იქნება, რადგან მათი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალ ნიშნულზეა. ნუ დაივიწყებთ ქრონიკული დავადებების პროფილაქტიკის საჭიროებას და ეცადეთ, მაქსიმალურად ჯანსაღად იცხოვროთ. ნოემბრის მესამე დეკადაში მძღოლი სასწორები საჭესთან ფრთხილად უნდა იყვნენ.

მორიელი

მორიელი ნოემბერს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდება, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან ეს მისი თვეა და ყველა კოზირიც მის ხელშია. მხოლოდ მოქმედებაა საჭირო, თანაც მაქსიმალურად აქტიურად. ნოემბრის მთავარი ტენდენცია მეგობრებთან, პარტნიორებთან და მაღალჩინოსან პირებთან ურთიერთობების გამყარებაა. მათი მხრიდან სოლიდური მხარდაჭერის მიღებაა მოსალოდნელი, რაც თქვენს ბიზნესს სწრაფად და წარმატებულად განვითარების საშუალებას მისცემს. მატერიალურთან ერთად, არც მორალური მხარდაჭერა მოგაკლდებათ. ცუდი არ იქნება, თუ ამ პერიოდში სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობაზე იზრუნებთ. მოსალოდნელია მივლინება, რომლის დროსაც ახალ შთაბეჭდილებებთან ერთად სასარგებლო ნაცნობებსაც შეიძენთ. ამ თვეში მორიელებს მრავალი საინტერესო იდეა ეწვევათ, რომელთა წყალობითაც მათი ბიზნესი კონკურენტუნარიანი და წარმატებული გახდება. ნოემბრის პირველ და მეორე დეკადაში მორიელებს მიეცემათ შანსი საკუთარი თავი კარგი მხრიდან გამოავლინონ და მარტივად გაუმკლავდნენ ურთულეს ამოცანებს. ნოემბრის მესამე დეკადა თვის ყველაზე რთული ნაწილი იქნება – ამ დროს წარმოგექმნებათ ფინანსური პრობლემები, რომლის შედეგადაც უფრო მეტი ფულს დახარჯავთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. ნოემბერში მორიელის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია და შესაბამისად, ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ხარჯების დაგეგმვაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ნუ დაიჯერებთ ყველა დანაპირებს, ამ პერიოდში მოტყუების ალბათობა მაღალია. ეცადეთ ფულიც არ გაასესხოთ, რადგან შეიძლება ის უკან ვეღარ დაიბრუნოთ.

მორიელების პირად ცხოვრებაში ამ თვეში მრავალი სხვადასხვა სიტუაცია შეიძლება გათამაშდეს. შეგაწუხებთ როგორც ძველი, ისე შედარებით ახლახანს წარმოქმნილი სირთულეები. ბუნებრივია, მათ მოგვარებას ეცდებით და მართალია, ერთი შეხედვით იოლად მოსაგვარებელ პრობლემებს ჰგავს, რეალობაში დაგეგმილზე გაცილებით მეტი ძალისხმევისა და დროის დახარჯვა მოგიწევთ. მეგობრული ოჯახები ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებით იქნებიან დაკავებულნი – მათი აღზრდის, განათლების მიცემისა და სხვა მიზნებისთვის საკმაოდ დიდი ხარჯების გაწევა გიხდებათ. ამ სიტუაციაში სიძუნწე გაუმართლებელია. გაუმჯობესდება ურთიერთობები ნათესავებთან და სწორედ ახლა, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც ოჯახში სიმშვიდის გამეფებას შეუწყობს ხელს. 2015 წლის ნოემბერში მოსალოდნელია თქვენგან შორის მცხოვრებ ნათესავებთან შეხვედრა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ნოემბერი კარგი თვეა – მორიელი სავსეა ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით. ვერც ერთი დაავადება ახლოს ვერ გაგეკარებათ, თუმცა სწორად კვება და საკმარისი ძილი მაინც არ უნდა დაივიწყოთ.

მშვილდოსანი

ნოემბერი კარგი თვეა საკუთარი თავის გვერდიდან დასანახად – ეს ძალიან გამოგადგებათ მომავალში. აქტიური ნაბიჯების გადადგმა დეკემბრისთვის გადადეთ, ახლა კი უბრალოდ დაისახეთ მიზანი და ისწრაფეთ მისკენ. ნოემბერში მშვილდოსანს რუხი კარდინალის როლის ვირტუოზული შესრულება და შედეგად უამრავი პრობლემის მოგვარება ელის. მთავარია არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ და გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ თქვენი მოსაზრებებით იხელმძღვანელეთ. გახსოვდეთ, რომ სხვა ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის თქვენს გამოყენებას შეეცდებიან. ნოემბერში მშვილდოსანი არაოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავს. აქტუალური იქნება საიდუმლო შეთანხმებებიც, რომელთა მეშვეობითაც მნიშვნელოვანი და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას დაიბევებთ და პლუს, საკუთარ პოზიციებსაც განიმტკიცებთ. მთლიანობაში, მშვილდოსნის ცხოვრებაში საკმაოდ ნათელი პერიოდია. ეცადეთ სხვადასხვა მეთოდებით განახორციელოთ თქვენი იდეები და წარმატება დიდხანს არ გალოდინებთ. ნოემბერის ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, მთლიანობაში ის თვიდან თვემდე უმჯობესდება. 5-7, 15-17, 24-25 ნოემბერს მსხვილ შემოსავლებს ელოდეთ. ამ პერიოდში ძველი, უკვე ჩამოწერილი ვალები შეიძლება დაგიბრუნონ.

თვის პირველ და მეორე დეკადაში ოჯახში სიმშვიდე სუფევს. მართალია ის საკმაოდ არამდგრადი და ფაქიზი იქნება და არაფერია გასაკვირი, თუ თვის მიწურულს წყვილებს შორის დაპირისპირება და კამათები კვლავ განახლდება. კონფლიქტის მიზეზად ოჯახის წევრებისადმი თქვენი ზედმეტად მკვეთრი პოზიცია შეიძლება იქცეს. ასევე თქვენი მეტისმეტი გატაცება სამუშაოთი ახლობლებისთვის დროს აღარ გიტოვებთ. ნოემბერში მშვილდოსანმა შეიძლება გაარკვიოს, რომ ურთიერთობებმა უკვე ამოწურა საკუთარი თავი და ახლა მართლაც რომ გარდამტეხი ეტაპი დგება, როცა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება მათი გაგრძელებისა თუ შეწყვეტის შესახებ. გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთმა ცოლ-ქმარმა განქორწინების გადაწყვეტილება მიიღოს. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევით ამ სიტუაციაში. მოსალოდნელია ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონფლიქტები. შეყვარებულებს, რომლებიც ერთად ჯერ არ ცხოვრობენ, ასევე პრობლემები ექნებათ. მშვილდოსნების ჯანმრთელობაც არ არის მთლად წესრიგში ამ თვის განმავლობაში. პერიოდულად დაღლილობის შემოტევები გექნებათ, რაც მუშაობაში შეგიშლით ხელს. ეცადეთ აქტიურობა და დასვენება სწორად შეათავსოთ ერთმანეთთან და გახსოვდეთ, რომ ორგანიზმს მუდმივად შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობა არ შეუძლია.

თხის რქა

თხის რქებისთვის ნოემბერი საკმაოდ წარმატებული და დატვირთული თვე იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე იღბლიანიც კი, რადგან ამ პერიოდში თქვენ მართლაც დაიჯერებთ ნათელი მომავლის დადგომის შესაძლებლობას და ეს ასეც მოხდება. ნოემბერი ხელსაყრელი თვეა მოკავშირეების მოსაძებნად ან ძველი მეგობრებისგან დახმარების მისაღებად. თუნდაც თქვენთვის საინტერესო ხალხი სხვა ქალაქებში ან ქვეყნებში ცხოვრობდნენ, ეს ხელს ვერ შეგიშლით მათთან მტკიცე კონტაქტის დამყარებაში. სწორედ ახლა შეგიძლიათ დაფიქრდეთ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლაზე, ეს უკანასკნელნი კი ყველანაირად დაგიდგებიან მხარში. თუ საქმიანობის სფეროს ან სამსახურის შეცვლა მოგინდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ მხარდაჭერისთვის ძველ მეგობრებს მიმართოთ. სხვადასხვა ტიპის ნაცნობებისგან უზარმაზარ სარგებელს მიიღებთ. ნოემბერის პირველი და მეორე დეკადა კარგი დროა საქმიანი საკითხების გადასაწყვეტად, მესამე დეკადაზე კი იგივეს ვერ ვიტყვით, ამ დროს უფრო პრობლემების გაჩენაა მოსალოდნელი, ვიდრე მათი მოგვარება. გამორიცხული არაა დაუგეგმავი შემოწმება ზემდგომი ორგანოების მხრიდან, ამიტომ მზად იყავით და ყველა საქმე და დოკუმენტი შეძლებისდაგვარად წესრიგში იქონიეთ. ნოემბრის ფინანსური ჰოროსკოპი განსაკუთრებული სტაბილურობით არ გამოირჩევა. ბევრი ხარჯი გელით, თუმცა მათი დიდი ნაწილი გონივრული და სრულიად გამართლებულია.

თხის რქების პირადი ცხოვრება ცვლილებებითაა აღსავსე. დგება პერიოდი, როცა შეიძლება აღადგინოთ ძველი მეგობრობა და ძველი სასიყვარულო ურთიერთობაც. ეს ადამიანი შეიძლება სხვა ქალაქში ან ქვეყანაში ცხოვრობდეს, ამიტომ თუ ურთიერთობამ სერიოზული ელფერი შეიძინა, რომელიმე თქვენგანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს. ამრიგად გაითვალისწინეთ, რომ ახლო მომავალში თქვენი ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელია ურთიერთობების გაფუჭება ნათესავებთან ძველი, მოუგვარებელი პრობლემების გამო. თქვენს ჯანმრთელობას ამ თვეში არაფერი ემუქრება, ენერგეტიკული პოტენციალი მაღალ ნიშნულზეა.

მერწყული

ნოემბერი კარგი თვეა წარსულის შეცდომების გამოსწორებისა და მომავალზე დაფიქრებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ეს ორი ასპექტი მჭიდრო კავშირშია. თვის პირველი და მეორე დეკადა კარგია პროფესიული საქმიანობისთვის. სწორედ ახლა მოსალოდნელია პოზიტიური ძვრები ხელმძღვანელობასთან და ზემდგომ ორგანოებთან ურთიერთობაში. ამ პერიოდში მოგვარდება ფინანსური ხასიათის საკითხებიც. თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაფნის გვირგვინს ნუ ელოდებით, ძველი პრობლემები გამარჯვებით დიდხანს ტკბობას არ გაცლით. თვის მესამე დეკადაში ზემდგომი ორგანოები კიდევ ერთხელ გამოავლენენ ინტერესს თქვენი ფინანსური საქმეებისადმი და წინასწარ მოემზადეთ. ასევე ზოგიერთი მეგობრისგან ფინანსური პრეტენზიების წამოყენებაა მოსალოდნელი და სამწუხაროდ, მათი დაკმაყოფილება მოგიწევთ. ნოემბერი მაინც კარგი თვეა ფინანსური თვალსაზრისით, რადგან მიუხედავად ხარჯებისა, საკმაოდ სოლიდური შემოსავლები გექნებათ, განსაკუთრებით თვის პირველ და მეორე დეკადაში. საორიენტაციოდ ეს 1, 2, 10, 11, 20, 21 და 28 ნოემბერს მოხდება. ნოემბრის მიწურულს კი ხარჯები იმატებს. გახსოვდეთ, რომ ახლა ფულის გასესხება უახლოეს მეგობრებზეც არ ღირს.



თევზები

თევზებისთვის მწვერვალისკენ მიმავალი გზა დროებით ჩაკეტილი იყო, ახლა კი მოვლენები უკვე თქვენთვის სასარგებლოდ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ოპონენტები და კონკურენტები საკმაოდ ხისტად იქცევიან, ამ პერიოდში მათზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტები გაგიჩნდებათ და მოსალოდნელია ორივე მხარისთვის კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება საკითხზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუწყვეტლად მიგაჩნდათ. ახლა მნიშვნელოვანია მიღწეულის განმტკიცება და ეს თვის პირველ და მეორე დეკადაში უნდა მოასწროთ. თუ ამ პერიოდში პოზიციების გამყარებას ვერ მოახერხებთ, დროებით ჩრდილში გადაინაცვლეთ, დეკემბერში ყველაფერი გამოსწორდება. ნოემბრის მესამე დეკადაში ყოფილი პარტნიორები, თავიანთი ფინანსური პრეტენზიებით პრობლემებს შეგიქმნიან. თუმცა თქვენი პოზიციები უკვე საკმაოდ მტკიცეა და გამარჯვებაც შესაბამისად თქვენ დაგრჩებათ. შესამჩნევად აქტიურდება ურთიერთობები კოლეგებთან და პარტნიორებთან სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში. მოსალოდნელია მივლინებები, შეხვედრები, მომგებიანი კონტრაქტების ხელმოწერა. გარიგებების დადება ნოემბერში ძალიან წარმატებული იქნება, ამიტომ თევზებმა დროის ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა დაუთმონ მუშაობას, რათა პერსპექტიული მომскачать dle 10.4фильмы бесплатно

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პოსტი ? გთხოვთ გააზიაროთ თქვენ გვერდზე
ბლოგი
"რა თეძოებიია" - შორენა ბეგაშვილის ახალი ფოტო ბიკინებში , მსახიობმა წონაში კატასტროფულად მოიმატა 20:24მარიამ ხორგუაშვილმა უკანალი მთლიანად მოიშიშვლა - პარიზში გადაღებული ეროტიკული ფოტო - ქართველები გაგიჟდებიან 18:42დასისხლიანებული თამო ვაშალომიძე - რა დაემართა მოდელს? 20:12თიკო სადუნიშვილმა უკანალი მთლიანად მოიშიშვლა, ასეთი სკანდალური ფოტო არასდროს გინახავთ 17:59შორენა ბეგაშვილის საჯდომთან შეხსნილმა კაბამ მამაკაცები დააჩოქა- ეს გოგო ნამდვილი ლეოპარდია 14:37კესარია აბრამიძეს სექსუალური ფოტოები ქორწილიდან 14:23ქეთა თოფურიამ მკერდი კიდევ უფრო გაიდიდა და მთლიანად მოიშიშვლა - შორენა ბეგაშვილის მკერდი ქეთასთან შედარებით არაფერი ყოფილა 14:0851 წლის მონიკა ბელუჩის ფოტოებმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა 14:45
რეკლამა
ლინკები
შესვლის ფორმა
Популярные статьи