Показать меню
რეკლამა
26 ოქტ 18:04ნახვები: 1010საინტერესო

რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე რატომ ყიდიან მანქანებს ასე იაფად.

loading...
რა ხდება რუსთავის ავტობაზრობაზე რატომ ყიდიან მანქანებს ასე იაფად.



ამიერკავკასიაში უდიდესი - რუსთავის ავტობაზრობა სავალალო მდგომარეობაში მას შემდეგაა, რაც აზერბაიჯანში "ევრო 4" სტანდარტი დაწესდა და აიკრძალა 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების შეძენა. ბაზრობაზე კი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ უამრავ მანქანას ძირითადად აზერბაიჯანელები და სომხები ყიდულობდნენ. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთში ევრაზიული საბაჟო კავშირის გამო განბაჟება გაძვირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ავტომობილების რეექსპორტს შეჰქონდა ბიუჯეტში ყველაზე დიდი თანხები. დღეს ეს ბიზნესი კვდება და რა ხდება?
გადავწყვიტეთ, ადგილზე გვენახა, რა მდგომარეობაშია ბაზრობა. ვინც რუსთავის ცნობილ ავტობაზრობაზე ბოლო ხანს ყოფილა, თვალში მაშინვე ეცემოდა, რომ მანქანების გასაყიდი ჯიხურების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, ისეთი სიხშირით აღარ დგას ბანკების ოფისებიც. თავად ტერიტორიაზე კი უცნაური, "მკვდარი სიწყნარეა". გარშემო უამრავი მანქანა დგას, მყიდველი კი, ნურას უკაცრავად!
წითელ "ოპელ ასტრასთან" შევჩერდი და კარგა ხანი მომიწია დგომა, ვიდრე ხმის გამცემი გამომიჩნდებოდა. ბოლოს ჯინსებიანი კაცი მოვიდა, ვლაპარაკობთ. სამი მანქანა ჰყოლია ჩამოყვანილი გერმანიიდან და სამიდან აქ ერთი დგას, მამაკაცის თქმით, სამივე მანქანა 2005 წლამდე ყოფილა გამოშვებული.

- თათარს აღარ მიჰყავს მანქანები და ამ ბიზნესმა დაყვინთა. კანონი პირველი აპრილიდან მიიღეს და ამის შემდეგ დაგვერხა. მაგათი მიკვირს, ბაქოში "ევრო 2"-ის სტანდარტი აქვთ ძირითადად და უცებ "ოთხზე" შეხტნენ, არც სამაგისო სერვისი აქვთ, ეტყობა, ჩვენ გაგვიჩალიჩეს.
- ჩვენ გაგვიჩალიჩეს? კი, მაგრამ, რატომ?
- აზერებმა მოიგეს რუსთავ-თბილისის გზების ტენდერი. მოკლედ, ჰქონდათ მოგებული მაგათ და იქ რა მოხდა, კაცმა არ იცის. "იტოგში" ხელისუფლება ადგა და აზერების ნაცვლად საქმე ჩინელებს მისცა ბოლოს, "კასაგლაზიკებს". მაგ თემას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ ფაქტს გეუბნები.
- მანქანის აქ გაჩერება რა ღირს დღიურად?
- 13 ლარი ღირს დღის მანძილზე შაბათ-კვირას, ამას დაუმატე ხუთი ლარი მომსახურების და ისე, ყოველდღიურად 2-2 ლარი. ეს აქ, მაღლობზე და ქვემოთ კი ღირს 20-25 ლარი. ძვირია, რაა. ამ დროს, აქ ხალხს მანქანები ჰყავს, ერთი მანქანა უნდა მაგ ვალის გასტუმრებას.
- კი, მაგრამ აპრილამდეც ხომ იცოდნენ, რომ აზერბაიჯანელები აღარ იყიდიდნენ, ამდენი მანქანა რაღას ჩამოჰყავდათ?
- მერე ყიდიან მუქთად, რაც ადრე ღირდა ეს მანქანები, იმაზე 1000 დოლარით იაფად ვყიდით. "ასტრა ჯი" განუბაჟებელი ადრე მიჰყავდათ იმ ფასში, რასაც მე განბაჟებულს ვყიდი. მე ამას ახლა მოვიცილებ და მორჩა, აქ ფეხს არ დავდგამ. შაბათ-კვირას უფრო გამოცოცხლდება აქაურობა, დანარჩენ დღეებში რაღა მამაჩემ ხუტუნიასთან მისულხარ საფლავზე და რაღა აქ! კაცი არ მოდის.
- სომხებიც არ მოდიან?
- სომხებს კიდევ თავისი პრობლემა აქვთ.
- რა პრობლემა?
- ეგენი გადავიდნენ რუსეთის წესზე, ის წესი კი გულისხმობს, რომ განბაჟება ორჯერ და სამჯერ ძვირი უჯდებათ რეალურზე.
- რატომ?
- რატომ და რუსეთი თავის მანქანებს აწარმოებს, იმ "ნივას" და იქ წარმოებულ სხვა მანქანებს და იმას შიდა ბაზარში ყიდის, იმას აწყობს, რომ რაც შეიძლება, ბევრი მანქანა შემოსდიოდეს გარედან? მერე, რუსულ მანქანას ვინ იყიდის? ამიტომ გაძვირებული აქვს ბაჟი. სომხეთი სულ გადაიკეტა ჩვენთვის.
- რამდენიმე ავტოდილერს ველაპარაკე, გამოწერით ვისაც ჩამოჰყავს და გახსნილად არ საუბრობენ. ბოლომდე არ ამბობენ სათქმელს. მაგათთან როგორ არის საქმე?
- ეგ სახიფათოა და გეტყვით, რატომ. ჯერ ლოდინი გიწევს და მერე, რა მანქანა იქნება, არ იცით. ეგ არის ძირითადად, "ლოხებისთვის". იქ როგორ არის, იცით? კომპიუტერიდან ნახულობთ, რომ არის აუქციონი, ირჩევთ მანქანას, იგებთ იმ აუქციონს და ყიდულობთ იმ მანქანას, მაგრამ რა მანქანაა, არ იცით. ეგენი მანქანაზე არიან კომპიუტერით "ატვეჩაები", მაგრამ სინამდვილეში შეიძლება, "დასტუკებული" მატორით ჩამოგივიდეთ, მაგრამ გამოწერა იაფია შედარებით. ამ ბოლო დროს მანდაც აირია, შეიძლება, ერთი მანქანა გამოიწეროთ და სხვა ჩამოგივიდეთ. იყო ეგეთი შემთხვევები. აქ ერთი მერაბაა, გამოწერით ჩამოყვანილი მანქანები ჰყავს და ამბობს, პრობლემა არ აქვთო.
- გამოწერით ჩამოყვანილი მანქანები აზერბაიჯანს გაჰყავს. 2005 წლის ზევით ხომ პრობლემა არ აქვთ?
- ახლა ნახე მანდ როგორ არის: აზერები რატომღაც ერიდებიან მარჯვენა რულიანი მანქანების ყიდვას, იაპონიას კი ძირითადად ეგეთი მანქანები ჰყავს, თან იაპონიაზე აზერბაიჯანს დაწესებული აქვს, რომ 2011 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანა უნდა იყოს.
- აბა, 2005 წლის ზემოთო?
- ეგ ევროპული მანქანები. მე, პირადად, იაპონური მანქანა მირჩევნია ევროპულს, გარბენი ნაკლები აქვთ, რესურსი ნაკლებად აქვთ ამოწურული და მარჯვენა მხარეს საჭეც ჩემთვის პრობლემა არ არის. მერე, ეგენი ავტომატიკებია და უიოლესი მანქანებია.
- კი, მაგრამ საჭის გადატანა ხომ შეიძლება?
- კი შეიძლება, მაგრამ არ გირჩევთ, იქ მანქანას აწყობს კომპიუტერი და აქ ქარხნულად ვერავინ გადაგიტანთ, ხელით მოხსნილ "რულს" ვერავინ ჩაგისვამთ მილიმეტრებში და არასოდეს არ იქნება სანდო. ყველა შემთხვევაში საშიშია გადატანილი საჭე. აზერბაიჯანში რულგადატანილი მანქანები აკრძალულია, მაგაზე დიდი შტრაფია; იაპონურს რომ ყიდულობენ, ჯერ მაგას კითხულობენ, რული გადატანილი ხომ არ არისო. ახლა ეგენი რომ მოდიან, ფული აქვთ და მარტო ევროპისთვის გამოშვებული იაპონურ მანქანებს ყიდულობენ, კარგი მანქანები მაგათ გაჰყავთ, მაგრამ ასეთები ცოტაა. მაგარია ალიევი! მარნეულის ხალხს რასაც ეტყვის, ხმას იმას აძლევენ, იმათი პრეზიდენტი დღესაც ალიევია, ამბობენ, რომ ნახევარ საქართველოში წილები აქვს. მე მგონი, ამასაც ეგენი ყიდულობენ, ამ ავტობაზრობას.
- ვინ ყიდულობს, ალიევი?
- ასე ამბობენ ალიევის ცოლის ფირმაო. ჯერჯერობით უკრაინელები სხედან აქ უფროსად და ისინი მართავენ, მაგრამ ეგეთი ხმა გამოვიდა, რომ აზერბაიჯანელების ხელში გადადის ეს ყველაფერიო.
- ამ შემთხვევაში რამე შეიცვლება ბაზრობაზე?
- გაძვირდება! დასაწყისში ვანო მერაბიშვილმა და უკრაინელებმა გააკეთეს აქაურობა. 20 მილიონი ჩაუდეს უკრაინის მხრიდან, მერე სიტუაცია რომ აირია, ვანომ წილი ამოიღო და წავიდა, როცა მიხვდა, რომ მთავრობა იცვლებოდა.
- თუ მართლა გაიყიდა, ამ შემთხვევაში, ზოგადად, მანქანის ფასი გაძვირდება?
- კარგი მანქანა გაძვირდება და ნაავარიები და ძველი უკვე აქაურებსაც აღარ ენდომებათ. ალიევისთვის ეს მომგებიანი ბიზნესი იქნება, ეს იქნება "პრამეჟუტოჩნი" ბაზარი, აქედან გაიყვანს დიდძალ მანქანას. თან ეს ბაზრობა იყო ფულის "სტანოკი" და თუ კარგად აამუშავეს, დიდი ფული გაკეთდება.
- ამის მეპატრონეს ახლა რამდენი შესდის აქედან? რა თანხაზეა საუბარი?
- ყველა მანქანიდან 30 ლარი, მინიმუმ! თუ გაიყიდა მანქანა, კიდევ ემატება, მერე "სტაიანკის" ფული ცალკე, გახედე და თითო მანქანიდან ეს ფული დაიანგარიშე. აქ რომ დგანან მანქანები, ზოგს გადასახდელი აქვს 200, 500, 700 ლარი, იმდენი ხანი დგანან უკვე აქ. ბიჭებმა ჭკუა იხმარეს და, რომ ნახეს, რა სიტუაცია იყო, ხელი დაიცალეს და კაპიკებად გაყიდეს. აქეთ აღარ მოვიხედავთო და წავიდნენ. აქ იმდენს ჰქონდა ოფისები, ვერ დათვლიდით, გაყიდეს. აზერები მანქანებს რომ იყიდდნენ, ჩამოივლიდნენ და აქაურ აზერბაიჯანელებს მიჰყიდდნენ მერე. შენ წარმოიდგინე, აზერბაიჯანელებს ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებიც არ უნდათ, არ ენდობიან, მხოლოდ ევროპული.
ამერიკიდან ერთი პერიოდი სულ "დამხრჩვალი", წყალდიდობაში მოყოლილი მანქანები შემოდიოდა რუსეთში და ძალიან ბევრმა იზარალა. ერთი ისტორია ვიცი, მაშინ მე მოსკოვში ვცხოვრობდი, ხუთი წლის წინანდელ ამბავს გეუბნები. ახალგაზრდა გოგომ იყიდა "ემელის" ჯიპი. აჩემებული ჰქონდა და იყიდა, სამაგიეროდ ბინა ჩადო ამ მანქანაში. იქ როგორ არის, იცი? წარმოიდგინე ასეთი უზარმაზარი ბაზრობა და შიგნით "პლატნია", მაგრამ გარედან "კრუგომ" დგებიან უფასო გადამყიდველები და იმ საცოდავმა იქ იყიდა, განსხვავება 7000 დოლარი იყო. მოკლედ, ევროპული მანქანა იყო და "დამხრჩვალი" აღმოჩნდა! მერე გასკდა ამბავი: ეგენი შემოჰყავდათ ბალტიისპირეთში ბორანით, იქ აკეთებდნენ ისე, რომ რამდენიმე დღე ევლო და მერე ისე ითიშებოდა "დატჩიკები" და მატორი, რომ მამა ღმერთი ვერ აამუშავებდა. კომპიუტერი ეთიშებათ და მასეთი მანქანების გამსაღებლები ყიდიან მანქანას და ეგრევე გარბიან.
ეგეთი ამბები ხანდახან აქაც ხდება ხოლმე, მაგრამ მასეთი მანქანების შემოწმება შეგიძლიათ კომპიუტერით, გრიფს ამოიწერთ, იმით შეხვალთ კომპიუტერში და ამოგიყრით მასეთ მანქანებს, თუმცა მანდაც შეიძლება, შემოგატყუონ. ისე, ამხელა ბაზრობაა და ხელისუფლებამ მიხედოს, ცოდვაა სხვის ხელში თუ ჩავარდა, მართლა ცოდვაა.скачать dle 10.4фильмы бесплатно

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პოსტი ? გთხოვთ გააზიაროთ თქვენ გვერდზე
ბლოგი
ვასო ფხაკაძის ცოლი, ლიკუნა მეტრეველი გაშიშვლდა 18:52ასეთი გალამაზებული და გასვეცკებული ბარბარა სამხარაძე არ გინახავთ - ეს გოგო სილამაზის დედად იქცა 20:19ლიზა ახალი სატრფო გამოაჩინა- რა სიმპათიური ბიჭია 19:56ცირა კობიაშვილმა ვარჯიშით სექსუალური უკანალი დაიყენა და სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს 01:15მარიამ ხორგუაშვილმა უკანალი მთლიანად მოიშიშვლა - პარიზში გადაღებული ეროტიკული ფოტო - ქართველები გაგიჟდებიან 18:42დასისხლიანებული თამო ვაშალომიძე - რა დაემართა მოდელს? 20:12შორენა ბეგაშვილის საჯდომთან შეხსნილმა კაბამ მამაკაცები დააჩოქა- ეს გოგო ნამდვილი ლეოპარდია 14:37კესარია აბრამიძეს სექსუალური ფოტოები ქორწილიდან 14:23
რეკლამა
ლინკები
შესვლის ფორმა
Популярные статьи