Показать меню
რეკლამა
18 ოქტ 21:54ნახვები: 788საინტერესო

"სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია" - მეეზოვის ემოციური პოსტი, რომელმაც "ფეისბუქი" მოიცვა

loading...
"სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია" - მეეზოვის ემოციური პოსტი, რომელმაც "ფეისბუქი" მოიცვა

"ფეისბუქზე" ერთ-ერთი მეეზოვის ა. ლაშხელის ემოციური პოსტი ვრცელდება, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

"მე მეეზოვე ვარ,უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს,ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს.ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს, ქუჩებს და ზოგადად დედამიწას,სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები. ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს,ისინი დადიან და ნაგავს ყრიან,მე ამ ნაგავს ვაგროვებ, ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება,არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები,რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი,მიპატიებია ,ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა... ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს,მეზობელმა რომ ჩამიაროს, არაფრით გამარჯობას არ იტყვის,ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს,ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი,ზოგს წვერი,ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლისბაბუასავით მამიკო შემარქვა... ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე, მოხუც დედაზე და ცხრა საათზე, ოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება. წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში...
ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ,სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში,მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს,ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე...
მე მეეზოვე ვარ...მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის...
მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე,ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე...скачать dle 10.4фильмы бесплатно

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პოსტი ? გთხოვთ გააზიაროთ თქვენ გვერდზე
ბლოგი
51 წლის მონიკა ბელუჩის ფოტოებმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა 14:45ნატა გულიაშვილის მორიგი სკანდალი- მსახიობი შიშველი პოზირებს- ამ გოგომ კიმ კარდაშიანი დაჩრდილა 19:31ასეთი ლამაზი ქეთა თოფურია არასდროს გინახავთ - მომღერლის ფოტო ახალი კლიპიდან 16:59ნუკი კოშკელიშვილი რიანასთან ერთად ერთ სცენაზე , ქართველმა პოპულარული მომღერალი დაჩრდილა 16:42ხატია სიჭინავას უმოკლესი ვარდისფერი კაბა ნამდვილად დაგშოკავთ 16:02ბარბარა სამხარაძემ წონაში დაიკლო- ნახეთ როგორ უხდება მომღერალს თხელი ფორმები 19:50შვილიშვილის ზეიმზე მისულმა ანუკი არეშიძის მშობლებმა ყველა დაჩრდილეს -ნახეთ, კალაძის სიდედრ-სიმამრი დახვეწილი ჩაცმულობით 18:53სრულიად სხვანაირი თამთა გოდუაძე - ამ ახალ იმიჯში მომღერლის ცნობა გაგიჭირდებათ 13:36
რეკლამა
ლინკები
შესვლის ფორმა
Популярные статьи