Показать меню
რეკლამა
18 ოქტ 14:50ნახვები: 2523საინტერესო

ორი წლის წინ მომხდარი ამბავი რომელიც ყველა შეყვარებულმა და მოქმედმა ცოლ-ქმარმა უნდა წაიკითხოს...

loading...
ორი წლის წინ მომხდარი ამბავი რომელიც ყველა შეყვარებულმა და მოქმედმა ცოლ-ქმარმა უნდა წაიკითხოს...


ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა. ჩემი მივლინების დრო იწურებოდა და სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ვიყიდე ბილეთი და გადავწყვიტე ქალაქში გამევლო, 3 საათი თავისუფალი დრო მქონდა. უცებ ქუჩაში ქალი მომიახლოვდა. მაშინვე ვიცანი. ეს იყო ჩემი პირველი ცოლი, რომელსაც 12 წლის წინ დავშორდი. საერთოდ არ იყო შეცვლილი, თუ არ ჩავთვლით მის სიფერმკრთალეს. ეტყობოდა, რომ აღელდა ისევე, როგორც მე. ზომაზე მეტად მიყვარდა და ამიტომაც დავშორდი. ვეჭვიანობდი ყველაზე, დედაზეც კი. საკმარისი იყო, ცოტათი დაეგვიანა სახლში მოსვლა, რომ ჩემი გული გამალებით იწყებდა ფეთქვას და მეგონა, რომ სადაცაა მოვკვდებოდი. ბოლოს და ბოლოს ის წავიდა ჩემგან, ვერ გაუძლო ჩემს ყოველდღიურ დაკითხვებს: სად იყავი, ვისთან და რატომ. ერთხელაც სამსახურიდან ხელში პატარა ლეკვით დავბრუნდი. მინდოდა გამეხარებინა ჩემი საჩუქრით. სახლში არავინ იყო, მაგიდაზე კი წერილი დავინახე.
წერილში წერდა, რომ წასვლა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ვუყვარდი. ჩემმა ეჭვიანობამ დაღალა და დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. მთხოვდა პატიებას და მევედრებოდა - არ მეძებნა...
და აი, 12 წლის შემდეგ შემთხვევით შევხვდი მას. დიდხანს

ვისაუბრეთ. საათს დავხედე. მალე ჩემი ავტობუსი გადიოდა. „მაპატიე, უნდა წავიდე, დამაგვიანდება".
მან მითხრა: "ვიცი, რომ გეჩქარება, მაგრამ ძალიან დამავალებ თუ ერთ დაწესებულებაში გამომყვები, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო იქ ვერ წავალ".
რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ვუთხარი: „ოღონდ, ჩქარა!"შევედით დიდ შენობაში, გადავდიოდით ერთი ფლიგელიდან მეორეში, ავდიოდით და ჩავდიოდით კიბეებით. გვერდს გვივლიდნენ ყველა ასაკის ადამიანები, დაწყებული ბავშვებიდან, ღრმა მოხუცებით დამთავრებული. ბოლოს მიადგა კარს, გააღო და თითქოს მემშვიდობებაო, მითხრა: "საოცარია პირდაპირ. მე ვერ შევძელი შენთან ერთად ცხოვრება, მაგრამ უშენობაც გამიჭირდა".
თითქოს დამემშვიდობა და კარი მიიხურა. ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა, მაგრამ ის არ ბრუნდებოდა.
უცებ გამახსენდა ჩემი ავტობუსი. როდესაც გარშემო მიმოვიხედე, შემეშინდა. შენობა, სადაც ვიმყოფებოდი, მიტოვებულს ჰგავდა. კიბეების მაგივრად ფიცრები ეწყო, რითიც ძლივს ჩამოვედი დაბლა. ავტობუსზე მთელი საათით დამაგვიანდა. როდესაც ახალი ბილეთის შესაძენად რიგში ვიდექი, გამოაცხადეს, რომ ავტობუსი, რომელზეც დავაგვიანე, ხიდიდან მდინარეში გადავარდა და ყველა მგზავრი გარადაიცვალა...
ორი კვირის შემდეგ ჩემი სიდედის სახლის კართან ვიდექი. სამისამართო ბიუროში გავიგე მისამართი. მითხრა, რომ ჩემი ყოფილი ცოლი 11 წლის წინ გარადაიცვალა, ჩემგან წასვლიდან ერთ წელიწადში. მე არ დავუჯერე, მეგონა მალავდა შვილს ჩემგან. მაშინ სასაფლაოზე წამიყვანა.
ვიდექი სასაფლაოს ქვასთან, საიდანაც მიმზერდა მოღიმარი ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა და რომელმაც სასწაულებრივად მიხსნა სიკვდილისაგან.
скачать dle 10.4фильмы бесплатно

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული პოსტი ? გთხოვთ გააზიაროთ თქვენ გვერდზე
ბლოგი
ვასო ფხაკაძის ცოლი, ლიკუნა მეტრეველი გაშიშვლდა 18:52ასეთი გალამაზებული და გასვეცკებული ბარბარა სამხარაძე არ გინახავთ - ეს გოგო სილამაზის დედად იქცა 20:19ლიზა ახალი სატრფო გამოაჩინა- რა სიმპათიური ბიჭია 19:56ცირა კობიაშვილმა ვარჯიშით სექსუალური უკანალი დაიყენა და სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს 01:15მარიამ ხორგუაშვილმა უკანალი მთლიანად მოიშიშვლა - პარიზში გადაღებული ეროტიკული ფოტო - ქართველები გაგიჟდებიან 18:42დასისხლიანებული თამო ვაშალომიძე - რა დაემართა მოდელს? 20:12შორენა ბეგაშვილის საჯდომთან შეხსნილმა კაბამ მამაკაცები დააჩოქა- ეს გოგო ნამდვილი ლეოპარდია 14:37კესარია აბრამიძეს სექსუალური ფოტოები ქორწილიდან 14:23
რეკლამა
ლინკები
შესვლის ფორმა
Популярные статьи